Tuesday, April 12, 2011

მე და "ნიჭიერი"

მოგესალმებით. :) სანამ უშუალოდ გადაცემის განხილვას შევუდგებოდე, მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ თუ რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ეს თემა, როცა ქვეყნად ამდენი (უფრო) საინტერესო საკითხია.
 "ნიჭიერი" ძალიან პოპუპარული გადაცემაა, მართლაც სახალხო პროექტი. ჩვენ, ყველანი, ძალაუნებურად ჩართულნი ვართ შოუში. ეს იმაში გამოიხატება,რომ გადაცემას რომც არ ვუყურებდეთ, "ნიჭიერში" მონაწილე პიროვნებები, მათ მიერ შესრულებული ნომრები თუ ნათქვამი ფრაზები იმდენად პოპულარული ხდება, დაახლოებითი წარმოდგენა მაინც გვაქვს, რა მოხდა შოუში. ამის გათვალისწინებით ვთვლი, რომ ბლოგი საინტერესო იქნება ყველასთვის განურჩევლად ასაკისა თუ გემოვნებისა. :)

No comments:

Post a Comment