საქართველოს ბანკის რჩეულები

წელს პირველად, ჟიურისა და ტელემაყურებლის რჩეულის გარდა, გამოვლინდება მესამე - გადაცემის წარმდგენის - "საქართველოს ბანკის" ფავორიტ!

2 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს გადაცემის 10 მონაწილიდან "საქართველოს ბანკი" დაასახელებს თავის ერთ ფავორიტ ნახევარფინალისტს. ნახევარფინალების ხუთი გადაცემის შედეგად გამოვლენილი ხუთი ფავორიტიდან ერთი მოხვდება "ნიჭიერის" ფინალში!

თუ ვინ იქნება იღბლიანი ფინალისტი, გადაწყვეტს მაყურებელი - "საქართველოს ბანკის" facebook-ის გვერდის წევრი!

ხმის მიცემა გაიმართება ორ ეტაპად:
  • I ეტაპი - ყოველ ორშაბათს, გადაცემის დასრულებისთანავე, "საქართველოს ბანკის" facebook-ის გვერდზე (http://www.facebook.com/BankOfGeorgia?sk=app_181484345235023), ბანკის ფავორიტისთვის ხმის მიცემის 24 საათიანი პერიოდი დაიწყება.
  • II ეტაპი (ფინალური შეჯიბრი) - 1 ივნისს გაიმართება ფინალური 24 საათიანი შეჯიბრი ხუთი კვირის განმავლობაში ბანკის მიერ შერჩეულ 5 ფავორიტს შორის.
ხუთივე ფავორიტი ფინალურ შეჯიბრში ჩაერთვება I ეტაპზე მიღებული ხმებით.
ამიტომ პირველი ეტაპის ხმის მიცემაში განსაკუთრებული აქტიურობა გმართებთ, რათა თქვენი რჩეული მეორე ეტაპში გარკვეული ხმების რაოდენობით დაწინაურდეს.

ფინალური შეჯიბრის ბოლოს დაგროვილი ხმები გადაწყვეტენ, ხუთი ფავორიტიდან რომელი მოხვდება "ნიჭიერის" ფინალში!

ხმის მიცემა შეუძლია "საქართველოს ბანკის facebook-ის გვერდში ყველა წევრს მხოლოდ ერთხელ.
ხმის მიცემის ყოველი ტური მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში;

"ნიჭიერის" ფინალი 6 ივნისს გაიმართება.


პირველ ნახევარფინალში საქართველოს ბანკის რჩეული გახდა ნიცა ყიფიანი,
მეორე ნახევარფინალში - "ბერმუხა:
მესამეში - ჯგუფი "თავისუფალი"
მეოთხე ნახევარფინალში რჩეული გახდა თეონა კოროშინაძე,
მეხუთეში კი გიორგი ბაღნაშვილი, იგივე დაკი.

ხმები კი შემდეგნაირად დაგანაწილდა
ბერმუხა - 3646
ნიცა ყიფიანი - 4328
ჯგუფი თავისუფალი - 6174
თეონა კოროშინაძე - 9467
გიორგი ბაღნაშვილი, დაკი - 8102.

მეთერთმეტე ფინალისტი გახდა თეონა კოროშინაძე.








წყარო
წყარო
წყარო