ნახევარფინალების მიმოხილვა

პირველი ნახევრფინალის მიმოხილვა

დრამის ბიჭებიპატარებმა აშკარად ბევრი ივარჯიშეს და იმაზეც იზრუნეს რომ შოუ სანახაობრივი ყოფილიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, მე  ვთვლი, რომ ჯერჯერობით ეს მათი მაქსიმუმი იყო. თუმცა "ნიჭიერით" არ მთავრდება ყველაფერი და მათ წარმატებას ვუსურვებ.
ბახვა წერედიანი - როცა შესარჩევ ტურში ვნახე, მეგონა რომ მისი ნომერი ერთჯერადი იყო. თუმცა მან მოახერხა "გმარავალფორევნება" მაიკლ ჯექსონის სახით. მიუხედავდ იმსა, რომ ბახვა ფინალში ვერ გადავიდა, იმედი ვიქონიოთ, რომ მის ნიჭიერებას სხვები დააფასებენ და დაეხმარებიან ოცნების ასრულებაში, ქუჩიდან ისევ თეატრში გადაინცვლონ.
თემო და ანა - შესარჩევის ტურის შემდეგ ეს მოცეკვავე წყვილი დამამხსოვრდა როგორც "პატარა საყვარელი ბავშვები", ნახევრაფინალში კი უკვე "ზრდასრულ ადამიანებად" მოგვევლინენ. მიუხედავდ იმისა, რომ კარგად იცეკვეს, მე "ძველი" ანა და თემო უფრო მომწონდა.
 დავით დავითიანი - ამადამიანმა პირობა მოგვცა, რომ ნახევარფინალში შემოგვთავაზებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენ არასდროს არ გვენახა. მან დანაპირები ვერ შეასრულა, მაგრამ ალბათ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მას სჯერა განსხვავებული ნომერი შესთავაზა ხალხს.
თათია დონაძე -  ნომერი ძალიან სანახაობრივი იყო, აშკარად ჩანდა თათიას დიდი შრომა, მონდომება.
ნატალი ვეფხვაძე მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფინალში გადასვლა.
Water Lilly ბავშვბეი აშკარად მონდომებულები არიან, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.
ჰერელი გოგონები მაყურებლის უმრავლესობას ეგონა, რომ გოგონები კვლავ ABBA-ს რეპერტუარით წარსდგებოდნენ მაყურებლის და ჟიურის წინაშე, თუმცა მათ ამჯერად არჩევანი ქართულ ხალხურ სიმღერაზე შეაჩერეს. ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა კვლავ ABBA ემღერათ.
ნიცა ყიფიანი- - ბევრი ადამინი თვლის, რომ ნიცა ფინალში მხოლოდ იმის გამო მოხვდა რომ "საყვარელი ბავშვია". მაგრამ, ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ 8 წლის "საყვარელი ბავშვი" ასე ცეკვავს, მის ნიჭიერებაზე მიუთითებს. მიუხედავდ იმია, რომ ნიცა ფინალში ვერ გადავიდა, იგი საქართველოს ბანკის რჩეული გახდა.
Acro style ნიჭიერის ისტორიაში ასეთი შთამბეჭდავი ნომერი ჯერ არავინ ჰქონია. ნამდვილად იმსხურებდნენ ფინალში გადავლას.

მეორე ნახევარფინალის მიმოხილვა


ნიღბების დუეტი - "ასეთი სისულელით, რაც თქვენ გააკეთეთ დარბაზი აიყოლიო, ნიჭი სჭირდება" ასეთი შეფასება მისცა მონაწილეებს გეგამ შესარჩევი ტურის დროს. ნახევარფინალში, მათგან კრეატიულ ნომერს, რატომღაც ნაკლებად მოველოდი, მაგრამ ჩაკ ნორისის და გივი სიხარულიძის (იგევე ქართველი ჩაკნორისის) "დაძმობილება" ძალიან სახალისო იყო.

ქუთათურები - მიუხედავად იმისა, რომ მათი ნომერი შეიძლება ითქვას უნაკლოდ იყო შესრულებული, ამ მონაწილეებისადმი მაინც უარყოფითად ვარ განწყობილი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია არსებობს, სიმღერა მათი პროფესიაა და ჩემი აზრით ნიჭიერში არც უნდა იღბდნენ მონაწილეობას.

ბერმუხა- მოცეკვავეთა ანსამბლი მაღალმთიანი აჭარიდან. მათი შესარჩევ ტურში მათი გამოსვლის ყურებისას მგონი ყველას ის სურვილი გაგვიჩნდა, რომ მათ ასაკში ასე ცეკვა შეგვძლოს. ნახევარფინალში მათ ხორუმი და აჭარული შემოგთავაზეს. მათ შესრულებაში ნიჭიერებასთან ერთად მხნეობა და სიცოცხლის ხალისიც ჩანდა.

ინესა კრივოშეევა შესარჩევ ტურში მისი ნომერი ძალინ სანახაობრივი იყო. მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ისიც, რომ ნომერი დაზღვევის გარეშე შაერულა. თუმცა ნახევარფინალში მისგან უფრო მეტს მოვედი.

ნიკა და ქეთი - "საყვარელი ბავშვები". ჩემი აზრით, მათი პირველი გამოსვა ჯობდა. ნახევარფინალში შესრულებულ ნომერში მონდომება და შრომა ნაკლბად დავინახე.

ნადი ზახარიანი - პირველ ტურში მა Queen-ს the show must go on შეასრულა. ამ ნომრის შემდეგ შემდეგ ნადი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. ვთვლი, რომ იგი ნიჭიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. ნახევრაფინალში ნამღერი Aerosmith-ის cryin -შესანიშნავი იყო.
ნინო ლეჟავა - ეს კონკურსანტი პირველი ტურის შემდეგ ჩემი ფავორიტი იყო და მიხარია რომ, იმედები არ გაგვიცრუა და ნახევარფინალში ძაალიან შთამბეჭდავი ნომერი შემოგვთავაზა.
ლუკა ყარმაზანაშვილი -  ლუკა მართლაც ნიჭიერი ბავშვია, მღერის, ცეკვავს, მაიმუნობს. თუმცა ნახევარფინალში აშკარად უფრო "დასერიოზულებული" იყო. მე მისი პირველი ტურის მიამუნობა უფრო მომწონდა.

ციალა მაჭარაშვილი -  მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ნიჭიერის ნახევარფინალში მოშაირეც აღმოჩნდებოდა, თუმცა ნიჭიერი ხომ ისეთი პროექტია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მისი გამოსვლა არც სახალისოდ მომეჩვენა და არც სასაცილოდ. რას ვიზამთ ყველას ქალბატონი ციალას მსგავსად კარგი იუმორი ვერ ექნება.

მარი ტომარაძე - "ნიჭიერის" კიდევ ერთი აღმოჩენა. მარი მართლაც არაჩვეულებრივად მღერის და ნამდვილადაა ფინალში გადასვლის ღირსი.

მესამე ნახევარფინალის მიმოხილვა
ვისით უნდა დავიწყო, თუ არა მარიამ აკობიათი.. დიდ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ის 2 სეზონის განმავლობაში ‘ნიჭიერის’ ფინალის ყველაზე დიდი დანაკლისია.. სამწუხაროა.. სიამოვნებით ვიხილავდი ფინალში..
აღსანიშნავი იყო ანსამბლი ბოლნელიც, რომელმაც საკმაოდ კარგი შოუ დადგა, თუმცა მათი შრომა და ‘გამრავლებაც’ არ აღმოჩნდა საკმარისი ფინალში გასასვლელად. ნია კვარაცხელიას სახით საქართველომ კიდევ ერთი ‘ვაიმე რა საყვარელია ;;)’ ტიპის მომღერალი ბავშვი მიიღო, საკმაოდ კარგი ვოკალური და არტისტული მონაცემებით.. წარმატებებს ვუსურვებ მას და იმედია, მალე ვიხილავ რომელიმე მიუზიკლში.. : )
კარგები იყვნენ Our Style-ს მოცეკვავეებიც, თუმცა მგონი ნომრის დინამიკასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი მოუვიდათ და ცეკვა ცოოტათი გვერდით დარჩათ..
სტატიის ავტორია რეზი ბარამიძე. იხილეთ