დრამის ბიჭებიპატარებმა აშკარად ბევრი ივარჯიშეს და იმაზეც იზრუნეს რომ შოუ სანახაობრივი ყოფილიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ ჯერჯერობით ეს მათი მაქსიმუმი იყო. თუმცა "ნიჭიერით" არ მთავრდება ყველაფერი და მათ წარმატებას ვუსურვებ.
ბახვა წერედიანი - როცა შესარჩევ ტურში ვნახე, მეგონა რომ მისი ნომერი ერთჯერადი იყო. თუმცა მან მოახერხა "გმარავალფორევნება" მაიკლ ჯექსონის სახით. მიუხედავდ იმსა, რომ ბახვა ფინალში ვერ გადავიდა, იმედი ვიქონიოთ, რომ მის ნიჭიერებას სხვები დააფასებენ და დაეხმარებიან ოცნების ასრულებაში, ქუჩიდან ისევ თეატრში გადაინცვლონ.
თემო და ანა - შესარჩევის ტურის შემდეგ ეს მოცეკვავე წყვილი დამამხსოვრდა როგორც "პატარა საყვარელი ბავშვები", ნახევრაფინალში კი უკვე "ზრდასრულ ადამიანებად" მოგვევლინენ. მიუხედავდ იმისა, რომ კარგად იცეკვეს, მე "ძველი" ანა და თემო უფრო მომწონდა.
დავით დავითიანი - ამადამიანმა პირობა მოგვცა, რომ ნახევარფინალში შემოგვთავაზებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენ არასდროს არ გვენახა. მან დანაპირები ვერ შეასრულა, მაგრამ ალბათ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მას სჯერა განსხვავებული ნომერი შესთავაზა ხალხს.
თათია დონაძე - ნომერი ძალიან სანახაობრივი იყო, აშკარად ჩანდა თათიას დიდი შრომა, მონდომება.
ნატალი ვეფხვაძე მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფინალში გადასვლა.
Water Lilly ბავშვბეი აშკარად მონდომებულები არიან, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.
ჰერელი გოგონები მაყურებლის უმრავლესობას ეგონა, რომ გოგონები კვლავ ABBA-ს რეპერტუარით წარსდგებოდნენ მაყურებლის და ჟიურის წინაშე, თუმცა მათ ამჯერად არჩევანი ქართულ ხალხურ სიმღერაზე შეაჩერეს. ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა კვლავ ABBA ემღერათ.
ნიცა ყიფიანი- - ბევრი ადამინი თვლის, რომ ნიცა ფინალში მხოლოდ იმის გამო მოხვდა რომ "საყვარელი ბავშვია". მაგრამ, ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ 8 წლის "საყვარელი ბავშვი" ასე ცეკვავს, მის ნიჭიერებაზე მიუთითებს. მიუხედავდ იმია, რომ ნიცა ფინალში ვერ გადავიდა, იგი საქართველოს ბანკის რჩეული გახდა.
Acro style ნიჭიერის ისტორიაში ასეთი შთამბეჭდავი ნომერი ჯერ არავინ ჰქონია. ნამდვილად იმსხურებდნენ ფინალში გადავლას.
No comments:
Post a Comment