Monday, May 9, 2011

მეორე ნახევარფინალის მიმოხილვა

ნიღბების დუეტი - "ასეთი სისულელით, რაც თქვენ გააკეთეთ დარბაზი აიყოლიო, ნიჭი სჭირდება" ასეთი შეფასება მისცა მონაწილეებს გეგამ შესარჩევი ტურის დროს. ნახევარფინალში, მათგან კრეატიულ ნომერს, რატომღაც ნაკლებად მოველოდი, მაგრამ ჩაკ ნორისის და გივი სიხარულიძის (იგევე ქართველი ჩაკნორისის) "დაძმობილება" ძალიან სახალისო იყო.

ქუთათურები - მიუხედავად იმისა, რომ მათი ნომერი შეიძლება ითქვას უნაკლოდ იყო შესრულებული, ამ მონაწილეებისადმი მაინც უარყოფითად ვარ განწყობილი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია არსებობს, სიმღერა მათი პროფესიაა და ჩემი აზრით ნიჭიერში არც უნდა იღბდნენ მონაწილეობას.

ბერმუხა - მოცეკვავეთა ანსამბლი მაღალმთიანი აჭარიდან. მათი შესარჩევ ტურში მათი გამოსვლის ყურებისას მგონი ყველას ის სურვილი გაგვიჩნდა, რომ მათ ასაკში ასე ცეკვა შეგვძლოს. ნახევარფინალში მათ ხორუმი და აჭარული შემოგთავაზეს. მათ შესრულებაში ნიჭიერებასთან ერთად მხნეობა და სიცოცხლის ხალისიც ჩანდა.


ინესა კრივოშეევა შესარჩევ ტურში მისი ნომერი ძალინ სანახაობრივი იყო. მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ისიც, რომ ნომერი დაზღვევის გარეშე შაერულა. თუმცა ნახევარფინალში მისგან უფრო მეტს მოველოდი.

ნიკა და ქეთი - "საყვარელი ბავშვები". ჩემი აზრით, მათი პირველი გამოსვლა ჯობდა. ნახევარფინალში შესრულებულ ნომერში მონდომება და შრომა ნაკლებად დავინახე.

ნადი ზახარიანი - პირველ ტურში მან Queen-ს the show must go on შეასრულა. ამ ნომრის შემდეგ შემდეგ ნადი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. ვთვლი, რომ იგი ნიჭიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. ნახევრაფინალში ნამღერი Aerosmith-ის cryin -შესანიშნავი იყო.
ნინო ლეჟავა - ეს კონკურსანტი პირველი ტურის შემდეგ ჩემი ფავორიტი იყო და მიხარია რომ, იმედები არ გაგვიცრუა და ნახევარფინალში ძაალიან შთამბეჭდავი ნომერი შემოგვთავაზა.
ლუკა ყარმაზანაშვილი -  ლუკა მართლაც ნიჭიერი ბავშვია, მღერის, ცეკვავს, მაიმუნობს. თუმცა ნახევარფინალში აშკარად უფრო "დასერიოზულებული" იყო. მე მისი პირველი ტურის მიამუნობა უფრო მომწონდა.

ციალა მაჭარაშვილი -  მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ნიჭიერის ნახევარფინალში მოშაირეც აღმოჩნდებოდა, თუმცა ნიჭიერი ხომ ისეთი პროექტია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მისი გამოსვლა არც სახალისოდ მომეჩვენა და არც სასაცილოდ. რას ვიზამთ ყველას ქალბატონი ციალას მსგავსად კარგი იუმორი ვერ ექნება.

მარი ტომარაძე - "ნიჭიერის" კიდევ ერთი აღმოჩენა. მარი მართლაც არაჩვეულებრივად მღერის და ნამდვილადაა ფინალში გადასვლის ღირსი.

No comments:

Post a Comment