Black balance - მიუხედავად იმისა, რომ მათ შესრულებულ ნომერში აშკარად ჩანდა მონდოემბა და შრომა და ნიჭიერებაც, რატომღაც მათ მიერ შესრულებული ნომერი მაინც არ მომწონს.
ჯუმბერ ნოზაძე - მონაწილე რომელიც ცოლს გამოეპარა და როგორც აღმოჩნდა არც ტყუილად. პირველ ტურში მისმა ნამღერმა ჟურის მოწონება დაიმსახურა და მეორე ტურშიც გადავიდა.
ბოლნელი - მონაწილეებმა აშკარად ბევრი ივარჯიშეს და კარგი, სანახაობრივი შოუ დადგეს.
სანდო ცისკაძე - ჩემი აზრით ეს იმ იშვიათად შემთხვევათაგანია , როცა ჟურის სწორი გადაწყვეტილები მიიღო სანდროს ფინალში გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამ კონკურსანტმა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შოუ დადგა.
ნია კვარაცხელია - პატარა, ნიჭიიერი მომღერალი და მსახიობი. დარწმუნებული ვარ მალე ნიას რომელი მიუზიკლში ვიხილავთ.
მოხუცები კათარზისიდან - მათი გამოსვლა ძალიან ემოციური იყო. ბევრი ადამიანი უაყოფითად აფასებს მათი ფინალში გადაყვანის ფაქტს, მაგრამ მე ვთვლი, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს ესაჭიროებათ პროექტი "ნიჭიერი". ამ გადაცემის წყალობით, მათ სიცოცხლის ხალისი და საკუთარი თვაის რწმენა დაუბრუნდათ.
Our Style - ბავშვები მონდომებულები არიან, აშკარად ჩანს, რომ შრომებენ.
ცირა კუპრაშვილი - ადამიანი რომელოიც ხატავს ინტიმს. ამ შემთხვევაში საინტერესოა ვანოს კომენტარი "ექიმთან უნდა წავიდე?" (C) revaz's blog.
მარი აკობია - მარი მართლაც ძალიან კარგად მღერის. მართალი ფინალში ვერ გადავიდა, მაგარამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. წარმატებებს ვუსურვებ, იმედია მალე ვიხილავთ დიდი სცენაზე.
ჯგუფი "თავისუფალი" - მათი მუსიკა მარტივია, ხალხს მოსწონს, მაგრამ ჩემი აზრით ნიჭიერი 2010-ის ჯგუფი "ფიცვერცხლი" გაცილებით კარგად უკრავდა.
No comments:
Post a Comment