ვორტექსი ისინი ნახევარფინალში განსხვავებული ნომრით წარსდგენენ, მიუხედავად იმისა, რომ შრომა აშკარად ჩანდა, ჩემი აზრით ნომერი სრულყოფილი მაინც არ იყო.
დაჩი თურქია მიუხედავად იმისა, რომ კატებები დიდად არ მიყვარს, დაჩის საწყალი ფისო ძალიან შემეცოდა. ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო რომ დაჩის ნომერი შეწყვიტა.
აფრიკელები - მათი ნომერი შესარჩევი ტურის ნომრის მსგავსად ძალიან სახალისო იყო. ნიჭიერება ნაკლებად ჩანს, მაგრამ სანახაობრივად ძალიან კარგია.
გრაცია - ტანმოვარჯიშე გოგონათა კლუბი. ნომერი ძალიან სანახაობრივია, მაგრამ მე მსგავსი კონკურსანტების ფინალში გადაყვანის მომხრე არ ვარ.
დათიკაშვილების ოჯახი - ეს კონკურსანტები შეარჩევ ტურში გამოსვლის დღიდან ჩემი ფავორიტები არიან. ყველაზე შეხმატკბილებულიმ ოჯახი. მათი ფინალში გადასვლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
ირაკლი სარალიძე - მისი გამოსვლა მართალია ცუდი, არ იყო, მაგრამ მე მეტს ველოდი.
ირაკლი ბიბლური - ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ნომერი.
ბაჩო აგულაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ გიტარაზე მშვენივრად უკრავს, მის ნომერს "რაღაც" მაინც აკლია.
"წმინდა გიორგი" - კარატისტების ჯგუფი, ჩემი აზრით ცოტა უცნაური სახელით. მათი ნომერი, შესარჩევ ტურშიც და ნახევრაფინალშიც ძალიან სანახაობრივი იყო.
თეონა კოროშინაძე - ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. არაჩვეულებრივად მრერის და სცენაზეც ძალიან თავისუფალია. თეონას ყველაფერი აქვს, რაც ქართულ და არამარტო ქართულ ესტრდას სჭირდება.
No comments:
Post a Comment