Wednesday, June 15, 2011

მეხუთე ნახევარფინალის მიმოხილვა

გიორგი ბაღნაშვილი იგივე დაკი - ძალიან აკრგად ცეკვავს, მისი ნომერი სწორედ ისაა, რაც ჩემი აზრით, ხალხს ძალიან მოგვწონს.
Rap Rise - სიახლე ნიჭიერში. მე ნამდვილად არ მეგონა თუ მათ ნიჭიერის ნახევარფინალში ვიხილავდი. ისინი ძალიან მონდომებულები არიან და "ნიჭიერი" მათ საშუალებას მისცემს მთელმა საქართველომ გაიცნოს.
ნინია როხვაძე - როგორც მას უწოდენებ, ნუცუბიძელი ავატარი. მის ნომერში აშკარად ჩანდა პროფესიონალიზმი და შრომა.
ანსამბლი "ალილო" - ნახევარფინალში მონაწილეები უნდა "იზრდებოდნენ", "ალილო" ის შემთხვევაა, რომაცა მონაწილეები ძააალიან "გაიზარდნენ". ჩემი აზრით, პროფესიონალურ დონეზე შეასრულეს ნომერი.
ხვიჩა ჭიჭიაშვილი - იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა თვითნასწავლია, მისი ნომერი ძალიან კარგი იყო.
სოსო ნარიმანიძე - მდაა, ძალიან რთული საკითხი. სოსო მართალი ძალიან თბილი და გულღია ადამიანია, მაგრამ ნიჭიერებისა რა მოგახსენოთ. როგორც ჟურის წევრებმა თქვეს, სოსოს ნახევარფინალში გადაყვანისას გაითვალისწინეს ის ფაქტი, თუ როგორ დადებითად განეწყო ხალხი მისდამი. დიდი  იყო "საფრთხე" იმისა, რომ სოსო ფინალში გადავიდოდა, რაც ჩემი აზრით უსამართლობა იქნებოდა. მაყურებლის გასამხიარულებლად მისი ნახევარფინალში გადასვლაც საკმარისია.
ვანო ფიფია - ვანოს ყოველი გამოსვლა ძალიან ემოციურია. ძ~ჩემი აზრით იგი ძალიან კარგად მრერის. და აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, კასტინგზე ის ძალინა დაბნეული შეწუხებული ჩანდა, ნახევარფინალში კი ძალიან ბედნიერი იყო.
ნუცა ბუზალაძე - ახალგაზრდა მომღერალი.
მატრიცული პანტომიმა, ფანტომი -  ამ ნომერის შესრულების ძალიან ბევრი შრომა, დრო და ძალისხმევა სჭირდება, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

No comments:

Post a Comment