Wednesday, June 15, 2011

ვანო ფიფია - ნიჭიერი 2011

ნიჭიერი 2011-ის გამარჯვებული ვანო ფიფია გახდა. მან ხმების 60% მოაგროვა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მაყურებელთ უმრავლესობა მას უჭერდა მხარს. გთავაზობთ ვანოს შესრულებულ ნომრებს, შესარჩევ ტურში, ნახევარფინალში და ფინალში.
ვანო შესარჩევ ტურზე.

წყარო
ნახევარფინალი

წყარო
ფინალი

წყარო

მეხუთე ნახევარფინალის მიმოხილვა

გიორგი ბაღნაშვილი იგივე დაკი - ძალიან აკრგად ცეკვავს, მისი ნომერი სწორედ ისაა, რაც ჩემი აზრით, ხალხს ძალიან მოგვწონს.
Rap Rise - სიახლე ნიჭიერში. მე ნამდვილად არ მეგონა თუ მათ ნიჭიერის ნახევარფინალში ვიხილავდი. ისინი ძალიან მონდომებულები არიან და "ნიჭიერი" მათ საშუალებას მისცემს მთელმა საქართველომ გაიცნოს.
ნინია როხვაძე - როგორც მას უწოდენებ, ნუცუბიძელი ავატარი. მის ნომერში აშკარად ჩანდა პროფესიონალიზმი და შრომა.
ანსამბლი "ალილო" - ნახევარფინალში მონაწილეები უნდა "იზრდებოდნენ", "ალილო" ის შემთხვევაა, რომაცა მონაწილეები ძააალიან "გაიზარდნენ". ჩემი აზრით, პროფესიონალურ დონეზე შეასრულეს ნომერი.
ხვიჩა ჭიჭიაშვილი - იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა თვითნასწავლია, მისი ნომერი ძალიან კარგი იყო.
სოსო ნარიმანიძე - მდაა, ძალიან რთული საკითხი. სოსო მართალი ძალიან თბილი და გულღია ადამიანია, მაგრამ ნიჭიერებისა რა მოგახსენოთ. როგორც ჟურის წევრებმა თქვეს, სოსოს ნახევარფინალში გადაყვანისას გაითვალისწინეს ის ფაქტი, თუ როგორ დადებითად განეწყო ხალხი მისდამი. დიდი  იყო "საფრთხე" იმისა, რომ სოსო ფინალში გადავიდოდა, რაც ჩემი აზრით უსამართლობა იქნებოდა. მაყურებლის გასამხიარულებლად მისი ნახევარფინალში გადასვლაც საკმარისია.
ვანო ფიფია - ვანოს ყოველი გამოსვლა ძალიან ემოციურია. ძ~ჩემი აზრით იგი ძალიან კარგად მრერის. და აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, კასტინგზე ის ძალინა დაბნეული შეწუხებული ჩანდა, ნახევარფინალში კი ძალიან ბედნიერი იყო.
ნუცა ბუზალაძე - ახალგაზრდა მომღერალი.
მატრიცული პანტომიმა, ფანტომი -  ამ ნომერის შესრულების ძალიან ბევრი შრომა, დრო და ძალისხმევა სჭირდება, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

მეოთხე ნახევარფინალის მიმოხილვა

ვორტექსი ისინი ნახევარფინალში განსხვავებული ნომრით წარსდგენენ, მიუხედავად იმისა, რომ შრომა აშკარად ჩანდა, ჩემი აზრით ნომერი სრულყოფილი მაინც არ იყო.
დაჩი თურქია მიუხედავად იმისა, რომ კატებები დიდად არ მიყვარს, დაჩის საწყალი ფისო ძალიან შემეცოდა. ჟიურიმ  სწორი გადაწყვეტილება მიიღო რომ დაჩის ნომერი შეწყვიტა.
აფრიკელები - მათი ნომერი შესარჩევი ტურის ნომრის მსგავსად ძალიან სახალისო იყო. ნიჭიერება ნაკლებად ჩანს, მაგრამ სანახაობრივად ძალიან კარგია. 
გრაცია - ტანმოვარჯიშე გოგონათა კლუბი. ნომერი ძალიან სანახაობრივია, მაგრამ მე მსგავსი კონკურსანტების ფინალში გადაყვანის მომხრე არ ვარ.
დათიკაშვილების ოჯახი - ეს კონკურსანტები შეარჩევ ტურში გამოსვლის დღიდან ჩემი ფავორიტები არიან. ყველაზე შეხმატკბილებულიმ ოჯახი. მათი ფინალში გადასვლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
ირაკლი სარალიძე -  მისი გამოსვლა მართალია ცუდი, არ იყო, მაგრამ მე მეტს ველოდი.
ირაკლი ბიბლური - ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ნომერი.
ბაჩო აგულაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ გიტარაზე მშვენივრად უკრავს, მის ნომერს "რაღაც" მაინც აკლია.
"წმინდა გიორგი" - კარატისტების ჯგუფი, ჩემი აზრით ცოტა უცნაური სახელით. მათი ნომერი, შესარჩევ ტურშიც და ნახევრაფინალშიც ძალიან სანახაობრივი იყო.
თეონა კოროშინაძე - ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. არაჩვეულებრივად მრერის და სცენაზეც ძალიან თავისუფალია. თეონას ყველაფერი აქვს, რაც ქართულ და არამარტო ქართულ ესტრდას სჭირდება.

მესამე ნახევარფინალის მიმოხილვა

Black balance - მიუხედავად იმისა, რომ მათ შესრულებულ ნომერში აშკარად ჩანდა მონდოემბა და შრომა და ნიჭიერებაც, რატომღაც მათ მიერ შესრულებული ნომერი მაინც არ მომწონს.
ჯუმბერ ნოზაძე - მონაწილე რომელიც ცოლს გამოეპარა და როგორც აღმოჩნდა არც ტყუილად. პირველ ტურში მისმა ნამღერმა ჟურის მოწონება დაიმსახურა და მეორე ტურშიც გადავიდა. 
ბოლნელი - მონაწილეებმა აშკარად ბევრი ივარჯიშეს და კარგი, სანახაობრივი შოუ დადგეს.
სანდო ცისკაძე - ჩემი აზრით ეს იმ იშვიათად შემთხვევათაგანია , როცა ჟურის სწორი გადაწყვეტილები მიიღო სანდროს ფინალში გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამ კონკურსანტმა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შოუ დადგა.
ნია კვარაცხელია - პატარა, ნიჭიიერი მომღერალი და მსახიობი. დარწმუნებული ვარ მალე ნიას რომელი მიუზიკლში ვიხილავთ.
მოხუცები კათარზისიდან -  მათი გამოსვლა ძალიან ემოციური იყო. ბევრი ადამიანი უაყოფითად აფასებს მათი ფინალში გადაყვანის ფაქტს, მაგრამ მე ვთვლი, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს ესაჭიროებათ პროექტი "ნიჭიერი". ამ გადაცემის წყალობით, მათ სიცოცხლის ხალისი და საკუთარი თვაის რწმენა დაუბრუნდათ.
Our Style - ბავშვები მონდომებულები არიან, აშკარად ჩანს, რომ შრომებენ.
ცირა კუპრაშვილი - ადამიანი რომელოიც ხატავს ინტიმს. ამ შემთხვევაში საინტერესოა ვანოს კომენტარი "ექიმთან უნდა წავიდე?" (C) revaz's blog.
მარი აკობია - მარი მართლაც ძალიან კარგად მღერის. მართალი ფინალში ვერ გადავიდა, მაგარამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. წარმატებებს ვუსურვებ, იმედია მალე ვიხილავთ დიდი სცენაზე.
ჯგუფი "თავისუფალი" - მათი მუსიკა მარტივია, ხალხს მოსწონს, მაგრამ ჩემი აზრით ნიჭიერი 2010-ის ჯგუფი "ფიცვერცხლი" გაცილებით კარგად უკრავდა.

Monday, May 9, 2011

მეორე ნახევარფინალის მიმოხილვა

ნიღბების დუეტი - "ასეთი სისულელით, რაც თქვენ გააკეთეთ დარბაზი აიყოლიო, ნიჭი სჭირდება" ასეთი შეფასება მისცა მონაწილეებს გეგამ შესარჩევი ტურის დროს. ნახევარფინალში, მათგან კრეატიულ ნომერს, რატომღაც ნაკლებად მოველოდი, მაგრამ ჩაკ ნორისის და გივი სიხარულიძის (იგევე ქართველი ჩაკნორისის) "დაძმობილება" ძალიან სახალისო იყო.

ქუთათურები - მიუხედავად იმისა, რომ მათი ნომერი შეიძლება ითქვას უნაკლოდ იყო შესრულებული, ამ მონაწილეებისადმი მაინც უარყოფითად ვარ განწყობილი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია არსებობს, სიმღერა მათი პროფესიაა და ჩემი აზრით ნიჭიერში არც უნდა იღბდნენ მონაწილეობას.

ბერმუხა - მოცეკვავეთა ანსამბლი მაღალმთიანი აჭარიდან. მათი შესარჩევ ტურში მათი გამოსვლის ყურებისას მგონი ყველას ის სურვილი გაგვიჩნდა, რომ მათ ასაკში ასე ცეკვა შეგვძლოს. ნახევარფინალში მათ ხორუმი და აჭარული შემოგთავაზეს. მათ შესრულებაში ნიჭიერებასთან ერთად მხნეობა და სიცოცხლის ხალისიც ჩანდა.


ინესა კრივოშეევა შესარჩევ ტურში მისი ნომერი ძალინ სანახაობრივი იყო. მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ისიც, რომ ნომერი დაზღვევის გარეშე შაერულა. თუმცა ნახევარფინალში მისგან უფრო მეტს მოველოდი.

ნიკა და ქეთი - "საყვარელი ბავშვები". ჩემი აზრით, მათი პირველი გამოსვლა ჯობდა. ნახევარფინალში შესრულებულ ნომერში მონდომება და შრომა ნაკლებად დავინახე.

ნადი ზახარიანი - პირველ ტურში მან Queen-ს the show must go on შეასრულა. ამ ნომრის შემდეგ შემდეგ ნადი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. ვთვლი, რომ იგი ნიჭიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. ნახევრაფინალში ნამღერი Aerosmith-ის cryin -შესანიშნავი იყო.
ნინო ლეჟავა - ეს კონკურსანტი პირველი ტურის შემდეგ ჩემი ფავორიტი იყო და მიხარია რომ, იმედები არ გაგვიცრუა და ნახევარფინალში ძაალიან შთამბეჭდავი ნომერი შემოგვთავაზა.
ლუკა ყარმაზანაშვილი -  ლუკა მართლაც ნიჭიერი ბავშვია, მღერის, ცეკვავს, მაიმუნობს. თუმცა ნახევარფინალში აშკარად უფრო "დასერიოზულებული" იყო. მე მისი პირველი ტურის მიამუნობა უფრო მომწონდა.

ციალა მაჭარაშვილი -  მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ნიჭიერის ნახევარფინალში მოშაირეც აღმოჩნდებოდა, თუმცა ნიჭიერი ხომ ისეთი პროექტია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მისი გამოსვლა არც სახალისოდ მომეჩვენა და არც სასაცილოდ. რას ვიზამთ ყველას ქალბატონი ციალას მსგავსად კარგი იუმორი ვერ ექნება.

მარი ტომარაძე - "ნიჭიერის" კიდევ ერთი აღმოჩენა. მარი მართლაც არაჩვეულებრივად მღერის და ნამდვილადაა ფინალში გადასვლის ღირსი.

Friday, May 6, 2011

პირველი ნახევარფინალის მიმოხილვა

დრამის ბიჭებიპატარებმა აშკარად ბევრი ივარჯიშეს და იმაზეც იზრუნეს რომ შოუ სანახაობრივი ყოფილიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, მე  ვთვლი, რომ ჯერჯერობით ეს მათი მაქსიმუმი იყო. თუმცა "ნიჭიერით" არ მთავრდება ყველაფერი და მათ წარმატებას ვუსურვებ.
ბახვა წერედიანი - როცა შესარჩევ ტურში ვნახე, მეგონა რომ მისი ნომერი ერთჯერადი იყო. თუმცა მან მოახერხა "გმარავალფორევნება" მაიკლ ჯექსონის სახით. მიუხედავდ იმსა, რომ ბახვა ფინალში ვერ გადავიდა, იმედი ვიქონიოთ, რომ მის ნიჭიერებას სხვები დააფასებენ და დაეხმარებიან ოცნების ასრულებაში, ქუჩიდან ისევ თეატრში გადაინცვლონ.
თემო და ანა - შესარჩევის ტურის შემდეგ ეს მოცეკვავე წყვილი დამამხსოვრდა როგორც "პატარა საყვარელი ბავშვები", ნახევრაფინალში კი უკვე "ზრდასრულ ადამიანებად" მოგვევლინენ. მიუხედავდ იმისა, რომ კარგად იცეკვეს, მე "ძველი" ანა და თემო უფრო მომწონდა.
 დავით დავითიანი - ამადამიანმა პირობა მოგვცა, რომ ნახევარფინალში შემოგვთავაზებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენ არასდროს არ გვენახა. მან დანაპირები ვერ შეასრულა, მაგრამ ალბათ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მას სჯერა განსხვავებული ნომერი შესთავაზა ხალხს.
თათია დონაძე -  ნომერი ძალიან სანახაობრივი იყო, აშკარად ჩანდა თათიას დიდი შრომა, მონდომება.
ნატალი ვეფხვაძე მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფინალში გადასვლა.
Water Lilly ბავშვბეი აშკარად მონდომებულები არიან, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.
ჰერელი გოგონები მაყურებლის უმრავლესობას ეგონა, რომ გოგონები კვლავ ABBA-ს რეპერტუარით წარსდგებოდნენ მაყურებლის და ჟიურის წინაშე, თუმცა მათ ამჯერად არჩევანი ქართულ ხალხურ სიმღერაზე შეაჩერეს. ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა კვლავ ABBA ემღერათ.
ნიცა ყიფიანი- - ბევრი ადამინი თვლის, რომ ნიცა ფინალში მხოლოდ იმის გამო მოხვდა რომ "საყვარელი ბავშვია". მაგრამ, ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ 8 წლის "საყვარელი ბავშვი" ასე ცეკვავს, მის ნიჭიერებაზე მიუთითებს. მიუხედავდ იმია, რომ ნიცა ფინალში ვერ გადავიდა, იგი საქართველოს ბანკის რჩეული გახდა.
Acro style ნიჭიერის ისტორიაში ასეთი შთამბეჭდავი ნომერი ჯერ არავინ ჰქონია. ნამდვილად იმსხურებდნენ ფინალში გადავლას.

Wednesday, April 27, 2011

ნიჭიერი 2011 - ყველაზე ამბიციურები


ნიჭიერი 2011-ის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მონაწილე თამთა. მან rihannas-ს Russian roulette შეასრულა. ჟიურისგან უარის მიღებისას კი სცენა შემდეგი სიტყვებით დატოვა: "კარგად იყავით. მომავალში ესტრადაზე შევხვდებით მეგავარსკვლავებში." წარმატებები ვუსურვოთ თამთას.
წყარო

კუსა ღაბუას, როგორ თავად ამბობოს სამეგრელოში პოპულარული მომღერალია. "თუ ობიექტურობა იქნება აუცილებლად გადავალ მეორე და მესამე (!) ტურში. მაგრამ,სამწუხაროდ, ჟიურის არაობიექტურობის გამო კუსა მეორე ტურში ვერ გადავიდა.
წყარო

ჯგუფი "4 you" "  ერთი სული მაქვს გავიდე სცენაზე, ვიცი, რომ დღეს ნახევარფინალში ვარ"
წინა კონკურსანტების მსგავსად მათაც არ გაუმართლათ.
წყარო

ნიჭიერი 2011 - ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები

    შეგიძლიათ ვანოს facebook-ის საშუალებითაც უგულშემატკივროთ.
წყარო


წყარო
მართალია მათ შესრულებაში ნიჭიერება ნაკლებად ჩანდა, მაგრამ დასაფასებელია რომ ქართული ცეკვა შასრულეს. საბოლოო ჯამში ნომერი ძალიან სახალისო იყო :)
წყარო

ჟიურის მიერ გადარჩენილი  ლამზირა და დათო ქობლეთიდან (!) ასრულებენ ლათინოამერიკულ ცეკვას. (ხო იცი როგორ მოსწონს ხალხს?!) ნიჭიერში იმიტომ მივიდნენ, რომ ნიჭიერები არიან :D  ჟიურის "უსამართლო" გადაწყევეტილებით აღშფოთებულმა დათომ მადლობა გადაუხადა მაყურებელს და ამაყად დატოვა სცენა :D
წყარო

ნიჭიერი 2011 შესარჩევი ტური დასრულდა

ნიჭიერის შესარჩევი ტური დასრულდა. "უცნაური, მრავალფეროვანი, მოულოდნელი, სიურპრიზებით აღსავსე შოუ" - ასეთ შოუს გვპირდებოდნენ პროდუსერები. ჩემი აზრით, მათ დაპირება გარკვეულწილად შეასრულეს. ნიჭიიერი 2011-ს სცენაზე ვიხილეთ უამრავი საინტერესო, სახალისო, ემოციური ნომერი. მეორე ტურში 150 ადამიანი გადავიდა. მათგან 50 საუკეთესოს ჟიური შაერჩევს.

Tuesday, April 12, 2011

მე და "ნიჭიერი"

მოგესალმებით. :) სანამ უშუალოდ გადაცემის განხილვას შევუდგებოდე, მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ თუ რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ეს თემა, როცა ქვეყნად ამდენი (უფრო) საინტერესო საკითხია.
 "ნიჭიერი" ძალიან პოპუპარული გადაცემაა, მართლაც სახალხო პროექტი. ჩვენ, ყველანი, ძალაუნებურად ჩართულნი ვართ შოუში. ეს იმაში გამოიხატება,რომ გადაცემას რომც არ ვუყურებდეთ, "ნიჭიერში" მონაწილე პიროვნებები, მათ მიერ შესრულებული ნომრები თუ ნათქვამი ფრაზები იმდენად პოპულარული ხდება, დაახლოებითი წარმოდგენა მაინც გვაქვს, რა მოხდა შოუში. ამის გათვალისწინებით ვთვლი, რომ ბლოგი საინტერესო იქნება ყველასთვის განურჩევლად ასაკისა თუ გემოვნებისა. :)

პროექტის შესახებ

Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2010 წლის პირველი თებერვლიდან კი ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატა – შოუს ჩვენთან “ნიჭიერი” ჰქვია.
“ნიჭიერის” შესარჩევი კასტინგი პირველად 2010 წელს, საქართველოს 24 ქალაქში ჩატარდა და მონაწილეობა დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო. მეორე, 2011 წლის სეზონში კი მონაწილეების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შოუში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა – “ნიჭიერის” ყველაზე პატარა მონაწილე – 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი –86 წლისაა. გარდა ამისა, ერთადერთი შოუა, სადაც კასტინგებს ესწრება ცოცხალი აუდიტორია.
“ნიჭიერი” გახდა ქართული ტელესივრცის რეკორდსმენი და ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორია ყოველი გადაცემის დროს, სწორედ ამ შოუს უყურებდა.
მეორე სეზონი 2011 წლის 7 მარტს დაიწყება და ყოველ ორშაბათს გავა ეთერში.  წესები უცვლელია:

პირველი ეტაპი

მონაწილე წარსდგება დარბაზისა და ჟიურის წინაშე. ნომრის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება და დააჭირონ წითელ იქსს. თუ სამივე იქსი წითლად აინთო, ამ შემთხვევაში ნომერი წყდება.
ჟიური მონაწილეს აფასებს ერთი სიტყვით: “კი” ან “არა”. შემდეგ ტურში გადასასვლელად მონაწილემ უნდა მიიღოს ორი ან სამი “კი”.

მეორე ეტაპი

პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის სამივე წევრი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. ისინი კიდევ ერთხელ გადახედავენ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის მონაწილე ნახევარფინალში მოხვედრას.

ნახევარ-ფინალი

“ნიჭიერის” 5 ნახევარ-ფინალი კონცერტის სახით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თითო ნახევარ-ფინალიდან ფინალში გადადის ორი მონაწილე: ერთი ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკურსის მსვლელობისას, ხოლო მეორე ფინალისტს ჟიური შეარჩევს.

ფინალი

ნახევარ-ფინალებში გამარჯვებული 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალურ კონცერტზე შეხვდება. ამჯერად მათი ბედი მთლიანად მაყურებლის ხელთაა – “ნიჭიერის” გამარჯვებული და ბინის მფლობელი ის მონაწილე გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

წყარო


წყარო